ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა | ომბუდსმენის მოადგილე სუს-ის ფაილებზე

გამოქვეყნდა:

"ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა - ეს არის საბჭოთა კავშირი!" - ასე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სკანდალურ ჩანაწერებს სახალხო დამცველის მოადგილე, გია ბურჯანაძე.

ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც უკანონო მოსმენების ფაქტს შესაბამისად შეისწავლის, ეს კი ხელისუფლებას უნათებს მწვანე შუქს, რომ ფარულად მოუსმინოს ნებისმიერ ადამიანს.

"2 დღეა სიტყვებს ვერ მოვუყარე თავი

ძალიან რთულია ამ ყველაფრის დანახვა. რაზეც ვაფრთხილებდით პოლიტიკოსებს ყველაფერი ახდა სამწუხაროდ. ვხედავთ, რომ დიდი გავლენის საპატრიარქოს სრულად უსმენდნენ და აკონტროლებდნენ.

დღეს 1 დაქლიქებით არის შესაძლებელი სატელეფონო და ინტერნეტ კომუნიკაციის მოსმენა. ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს კანონი და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

უკანონო მოსმენის შემმოწმებელი და დამბალანსებელი არავინაა ქვეყანაში. არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. 3 წელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოაქვს მოსმენების კანონზე. პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო და ძალიან გამეცინა (სწრაფად და ობიექტურად გამოიძიებენ). პარლამენტი ვერაფერს აკონტროლებს. სახელმწიფო ინსპექტორს არ აქვს შემოწმების მანდატი ამ სისტემაზე სრულად.

ამ ტიპის ტოტალური კონტროლის პირობებში ქვეყანაში არც არჩევნები იქნება რეალური და არც რამე სხვა.

ეს არის საბჭოთა კავშირი !", - წერს გია ბურჯანაძე "Facebook-ზე"

შეგახსენებთ, გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

"მთავარმა არხმა" პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი