დღეიდან საფრანგეთში სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში, დღეიდან სამედიცინო პერსონალისთვის კოვდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უფლებამოსილების შეჩერება ან ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ. ინფორმაციას ფრანგული მედია France 24 ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვაქცინაცია სავალდებულო იქნება კლინიკების თანამშრომლებისთვის, სასწრაფოს თანამშრომლებისთვის, კერძო ექიმებისთვის, მოხუცთა თავშესაფრის ექიმებისთვისა და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებისთვის. საერთო ჯამში, 2.7 მილიონი ადამიანმა უნდა შეძლოს დაადასტუროს, რომ ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვთ მიღებული.

გამოცემა ასევე წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აცრასთან დაკავშირებით ულტიმატუმი 2 თვის წინ წააყენა, თუმცა ამის მიუხედავად, ათასობით მედპერსონალი კვლავ აუცრელია.

მთავრობის გადაწყვეტილებას მოქალაქეების ნაწილი ეწინააღმდეგება. მათ გუშინ, 14 სექტემბერს, პარიზში ჯანდაცვის სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი