"ბიზნესში ვარ და ხან რას ვაშენებ, ხან რას" - მორგოშია კალაძესთან კავშირს უარყოფს

გამოქვეყნდა:

"არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს. - კოკა მორგოშია სუს-ის ფაილების მიხედვით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

საუბარია კახა კალაძის მხრიდან მისთვის მშენებლობის უკანონო ნებართვების გაცემასა და 300 000 დოლარით დახმარებაზე.

"არავინ არ მაფინანსებდა, არც არავისთან დაფინანსებაზე მიმიმართავს არასდროს. თუ ავთენტური არაა, საუბარს აზრი არ აქვს, თუ ავთენტურია, რაში დასჭირდა ბრეგაძეს ეს ტყუილი მე ვერ ვხვდები. მას უნდა ჰკითხოთ. თუ ბრეგაძე დაადასტურებს, რომ ეს მისი საუბარია, ჩემი სურვილია გაასაჯაროოს დოკუმენტები. არანაირ ნებართვაზე კალაძესთან არ მიმართავს. ბიზნესში ვარ და ხან რას ვაშენებ, ხან რას ვაშენებ კალაძესთან არაფერ კავშირშია",- ამბობს კონსტანტინე მორგოშია. 

ფაილების მიხედვით, ცნობებს კალაძესა და მორგოშიას შორის არსებულ შეთანხმებებზე სანდრო ბრეგაძე საერთო ჩატში თანამოაზრეებს უზიარებს.

ჩანაწერებზე თავად სანდრო ბრეგაძე და დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობენ, რომ არ ახსოვთ, მათ შორის მსგავსი საუბარი შემდგარიყო.

კახა კალაძე კი ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაციას "დიდი ტყუილი, დიდი სიცრუე და დიდი სისულელეა" -

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი