აფეთქება უკრაინაში - არის მსხვერპლი, პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, ქალაქ დნეპრში ავტომანქანის აფეთქებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი რამდენიმე საათის წინ ქალაქის ცენტრში მოხდა. ადგილობრივი პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს უკრაინელი ჯარისკაცი და სამხედრო ინჟინერი ალექსი კოვალკი და დნეპრის საგანგებო სიტუაციების მართვის პრესსამსახურის თანამშრომელი დაიღუპა.

მომხდარზე მედია წყაროზე დაყრდნობით ორ განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს. ერთი ვერსიით-  ასაფეთქებელი მოწყობილობა გადაჰქონდათ, რა დროსაც ის გააქტიურდა, მეორე ვერსიით კი  მანქანა დანაღმული იყო.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი