"მთავარი არხის" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული დღევანდელი სპეცოპერაცია 7 ივლისს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციების გაგრძელებაა.
ასევე ჩვენი ინფორმაციით, დღეს დაკავებულებს შორის არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მღვდელოვიჩის ძმა, თუმცა ამ ინფორმაციას შსს ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 10 პირია დაკავებული.
სპეცოპერაცია შიდა ქართლში დღეს დილით ჩატარდა.