ნიკა კვარაცხელიას მკვლელი ისევ თავისუფალია. იმის მიუხედავად, რომ თბილისის ცენტრში მომხდარი დანაშაულიდან 24 საათია გასული და მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთი კამერაა დამონტაჟებული, უცნობია ჰყავს თუ არა შსს-ს იდენტიფიცირებული დამნაშავე.
ფაქტს თვითმხილველებიც ჰყავს, რომელებიც ამბობენ, რომ ჯერ კიდევ დაჭრილმა კვარაცხელიამ სავარაუდოდ ვერ ამოიცნო ვინ ესროლა.
მკვლელობა თბილისის ცენტრში გუშინ, 15 სექტემბერს მოხდა. ცნობილია, რომ ახალგაზრდას 9 ტყვია ესროლეს. კვარაცხელია საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე: