"ქართულ ოცნების" ლიდერები ამტკიცებენ, რომ ანალიზზე უარის თქმით, გიორგი გახარიამ ნარკოლოგიური პრობლემები თავად აღიარა. ყოფილმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ინტერვიუში გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა. მმართველი გუნდის წევრები გახარიას ურჩევენ, რომ საერთოდ თავი დაანებოს პოლიტიკას, რადგან მას გამარჯვების შანსი არ აქვს.
"გახარიამ იმდენი პასუხგაუცემელი კითხვები დააგროვა, რომ ის აღმოჩნდა პოლიტიკურ ჭაობში. ამის შემდგომ რაც მეტს იმოძრავებს და იაქტიურებს კიდევ უფრო ჩაიძირება",- ამბობს გურამ მაჭარაშვილი პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან"
ჟურნალისტების კითხვაზე: ჰქონდა თუ არა ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები? - ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც გახარიას მთავრობის წევრია ამბობს, რომ "მე არანაირი ინფორმაცია არა მაქვს. ალბათ, ის ჩატარებული ნარკოტესტი, რომელიც გიორგი გახარიამ დააანონსა, მოჰფენს ნათელს არის თუ არა ნარკომომხმარებელი".
ოპოზიცია "ქართული ოცნების" განცხადბებს "ამორალურს" უწოდებს და მათი მხრიდან ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობას წაგების შიშით ხსნით. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ჩნდება კითხვები - თუკი აქამდე იცოდნენ, ის რასაც გახარიას წინააღმდეგ ამბობენ, აქამდე რატომ არ ამბობდნენ.
ცნობისთვის, ქვეყნის ყოფილი პრემიერი სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს, უნდობლობას უცხადებს და პასუხს ნარკოტესტზე, ავსტრიიდან ელოდება. ნარკოტესტის პასუხები 2 კვირაში გახდება ცნობილი.