დღეს რუსეთში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნები იწყება

გამოქვეყნდა:

დღეს რუსეთში საპარლამენტო არჩევნები იწყება, რომელიც სამი დღე გაგრძელდება. წინასწარი პროგნოზით, გამარჯვებული ისევ ვლადიმირ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ გახდება.

450-კაციან სათათბიროში აბსოლუტური უმრავლესობა პუტინს გასულ წელს კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებაში დაეხმარა, რაც მას საშუალებას მისცემს კვლავ იყაროს კენჭი და დარჩეს ხელისუფლებაში 2036 წლამდე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ არჩევნებში ჩარევას შეეცდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 სექტემბერს აშშ-ს ელჩი მოსკოვში ჯონ სალივანი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრაზე დაიბარა.

სამინისტროს ცნობით, რუსმა დიპლომატმა, აშშ-ს წარმომადგენელს მიაწოდა მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მათი ტექნოლოგიური გიგანტები წინასაარჩევნოდ რუსეთის კანონს არღვევდნენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი