პოლიტიკური ვაჭრობა სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად. სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი და ძებნილი მეგის ქარდავა საქართველოშია ექსტრადირებული. ქართული ოცნება და პროკურატურა სამართლებრივ წარმატებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მალავენ გარიგებას, რომლის სანაცვლოდაც ხელისუფლებამ რამდენიმეწლიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ქარდავას გადმოცემას მიაღწია.

სანდო წყაროები "მთავარ არხს" უდასტურებენ, რომ ოფიციალური კიევი ძებნილის გადმოცემას მხოლოდ უკრაინელი მეზღვაურების სანაცვლოდ დათანხმდა.

ლაპარაკია მეზღვაურებზე, რომლებსაც ბრალად ედებოდათ საქართველოში იახტით მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის აბსურდული დანაშაული. 

ამავე თემაზე:

ნავთლუღის სპეცოპერაცია, ციხის ბუნტი, სერგო თეთრაძე, ე.წ. კასრების საქმე | დანაშაულები, რომლებსაც პროკურატურა მეგის ქარდავას ედავება
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი