სიძულვილის პოსტერები, რომელიც უკვე მეორე დღეა დედაქალაქშია გამოკრული, სოზარ სუბარის ყოფილ ოფისში ინახებოდა.
ინფორმაციას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც ამბობენ, რომ შენობა "ოცნებას" აქვს ნაქირავები და მათ 2 დღის წინ დაინახეს პარტიის აქტივისტები, როგორ გაჰქონდათ დაწესებულებიდან ნივთები. რომ "ოცნების ხალხის არიან, იყვნენ აქ მაგათ მიაქირავეს ეგ შენობა, გუშინაც იყვნენ საღამოსკენ"
"ნაციონალური მოძრაობის" წვერის ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ბანერები სწორედ "ქართული ოცნების" მაჟორიტარის ყოფილი შტაბიდან ნაწილდებოდა ვარკეთილის ტერიტორიაზე.
"ოფისში, ვარკეთილში ჰქონდათ ეს პლაკატები და იქიდან განაწილდა ვარკეთილის მიმდებარედ გასაკრავი პლაკატები. მარტივ კითხვას ვსვამ - ისე გაიკრა ასი ათასობით ეს პლაკატი დედაქალაქში, რომ პოლიციამ ვერ შეამჩნია?",-თქვა ლევან ხაბეიშვილმა.
ის, რომ სიძულვილის კამპანია " ქართული ოცნების" ორგანიზებულია, მეტყველებს FOR.ge-ის რედაქტორისა და მოძრაობა "დავასრულოთ" დამფუძნებლის გია იაკობაშვილის "ფესიბუქპოსტი", რომელშიც მან აღიარა, რომ ქალაქში პოსტერები მისი ინიციატივით მისივე მხარდამჭერებმა გააკრეს. ცნობისთვის, გია იაკობაშვილის დის შვილი ირაკლი გვასალია, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, პრესსამსახურის თანამშრომელია.
ცნობისთვის, თბილისში "ქართული ოცნების" პოსტერები ისევ გამოკრულია. არა ნაცებს, არა ბოროტებას - ამ შინაარსის პოსტერები საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებშიც არის. თბილისის მერიაში ამტკიცებენ, რომ პოსტერების ჩამოხსნა ეტაპობრივად დაწყებულია.
იხილეთ ასევე: