შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის თქმით, სამი დოზით აცრა განიხილება, როგორც კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინაციისთვის.
აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, კორონავირუსის პანდემიაზე Telegraph-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ფაუჩის თქმით, მისი აზრით, მას შემდეგ, რაც ყველაფერი გადაიხედება, სწორი რეჟიმი ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება იქნება.
ინტერვიუში ფაუჩიმ ბავშვების ვაქცინაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ უცნობია დასჭირდებათ თუ არა ბავშვებს კორონავიუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა.
ფაუჩის იმედოვნებს, რომ პანდემია 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება, თუმცა ამბობს, რომ ამის გარანტია არ არსებობს და ეს მხოლოდ იმედია.