
"დროას" ლიდერი და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი ელენე ხოშტარია Facebook-ზე წერს, რომ სუს-ის მოსმენებთან დაკავშირებით, პროკურატურაში დაიბარეს.
"დამირეკეს პროკურატურიდან მოწმის სახით გვინდა დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით პირიქით გიჩივით თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა თქო. მაშინ სასამართლოთი გამოგიძახებთო. მელამ კუდიო თუ როგორ არის?" - წერს ხოშტარია.