სამდღიანი არჩევნები დასრულდა - პირველ ადგილზე პუტინის „ერთიანი რუსეთია"

გამოქვეყნდა:

რუსეთში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნები დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ბიულეტენების 60%-ის დათვლის შედეგად, პირველ ადგილზე პუტინის „ერთიანი რუსეთია", მეორეზე კომუნისტური პარტია, მესამე კი ჟირინოვსკის ლიბერალ დემოკრატები.

რუსეთის ცესკოს შედეგებს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციური პარტიებს გაერთიანება და აცხადებენ რომ არჩევნებმა ტოტალური გაყალბების ფონზე ჩაიარა.

ოპოზიციური სააგენტო "გოლოსი" მოქალაქეების მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებსაც ავრცელებს და წერს, რომ პუტინის პროპაგანდისტები მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლას და მმართველი პარტიისთვის ხმების მიცემას აიძულებდნენ.

აღსანიშნავია, რომ არჩევნებში მხოლოდ ის "ოპოზიცია" იღებდა მონაწილეობას, რომელიც კრემლის სატელიტებად ითვლება. პუტინის მთავარ ოპონენტს- ალექსეი ნავალნის პარტია არჩევნებში არ მონაწილეობდა, რადგან ის პუტინმა ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და არჩევნებში კანდიდატურის დაყენება აუკრძალა.

საარჩევნო უბნებზე რამდენიმე კურიოზული შემთხვევაც დაფიქსირდა,  ხმის მისაცემად ცხოველის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები მივიდნენ და პუტინის რეჟიმს ბოიკოტი გამოუცხადეს.

შეგახსენებთ რომ რუსეთის მერვე მოწვევის პარლამენტის არჩევნები სამი დღის განმავლობაში – 17, 18 და 19 სექტემბერს მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი