შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც დაგვჭირდეს - კუჭავა სუს-ის ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გავრცელებულ სუს-ის ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოში სხდომის ჩატარების მომხრეა, თუმცა ამბობს, რომ ეს არჩევნების შემდეგ უნდა მოხდეს. 

კუჭავას თქმით, შესაძლოა, სესიის ჩატარებასთან ერთად, დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო. 

"ეს ის საკითხია, რომელზეც საპარლამენტო სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს საკითხი არ შეიძლება იქნას ასე უბრალოდ დახურული. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი, შეიძლება საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო მეტი სანდოობისთვის, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

თუმცა, მეორე სკითხი როდის უნდა ჩატარდეს რიგგარეშე სხდომა. ვიცით, რომ არჩევნები მოახლოებულია. არჩევნებამდე, ზოგადად სესიები არ ტარდება ხოლმე, მით უმეტეს, როდესაც მაღალი პოლიტიკური ელფერის მიცემა უნდა განსაკუთრებით ოპოზიციას ამ არჩევნებისთვის. ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება, როგორც კი არჩევნები დასრულდება", - თქვა კახა კუჭავამ. 

ცნობისთვის, ​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, პარტია "ლელომ" პარლამენტში სპეციალური სხდომის მოწვევა და სუს-ის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაბარება მოითხოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი