ნიკა მელიას ადვოკატები სასამართლოში ღარიბაშვილის გამოკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ

გამოქვეყნდა:

20 ივნისის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერისა და ოპოზიციის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

დღევანდელ პროცესზე მელიას უფლებადამცველები პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ. 

მანამდე კი თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი პოლიტიკური საქმის განხილვა მიმდინარეობს. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს სასამართლო კვლავ წერილობით მტკიცებულებებზე იმსჯელებს. სავარაუდოდ, დღესვე გამოკითხავენ დარჩენილ რამდენიმე მოწმეს.

უფლებადამცველების განმარტებით, მათთვის პოლიტიკურ მოტივებზე პროცესების არჩვენებამდე დაჩქარებული წესით განხილვაც მიუთითებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი