სტრასბურგმა ლიტვინენკოს მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. 
გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დღეს, 21 სექტემბერს მიიღო.

ვერდიქტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ყოფილი თანამშრომლის პოლონიუმით მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სასამართლომ დაავალდებულა რუსეთის მთავრობა ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს.

ცნობისთვის, ალექსანდრ ლიტვინენკო ლონდონში 2006 წელს მოწამლეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი