საქართველო ყირიმსა და სევასტოპოლში რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს - საგარეო 

გამოქვეყნდა:

ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის ფედერაციის მიერ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელშიც წერია, რომ მიმდინარე არჩევნები საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღევევაა

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიას და შესაბამისად, არ ცნობს ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში 2021 წლის 17-19 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და უკრაინის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას,- წერია უწყების განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი