
არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი სუს-დან გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ სჯერა, რომ მომავალში ვინმე არ მოუსმენს. მისი თქმით, ჩანაწერებში არის ბევრი სიმართლე და რაღაც ტყუილიც.
"არის ბევრი სიმართლე, არის რაღაც უზუსტობები რაც არის ტყუილი. ყველამ ვიცოდით რომ ყოველთვის გვისმენდნენ, რამდენიც არ უნდა აპროტესტო ადამიანმა ეს ყველაფერი, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ მე არ მჯერა, რომ მომავალში ვინმე არ მომისმენს.
რა თქმა უნდა, ცუდია, რადგან ადამიანებში ეს ნიჰილიზმს იწვევს, უიმედობას იწვევს, ამხელა დარტყმა ეკლესიაზე თავისთავად გამოიწვევს ადამიანებში ღმერთთან დამოკიდებულების შეცვლასაც. არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო სტრუქტურა გისმენს თუ ადამიანი. ამისთვის დაიწყო გამოძიება და გამოძიებამ უნდა ინებოს კეთილი და ყველა ადამიანი დაამშვიდოს, მეც, თქვენც, რომ აი გამოძიება წარიმათა სწორად და მიიღეს საკადრისი პასუხი ამ ადამიანებმა ვინც ამ ყველაფერში იყო დამნაშავე", - თქვა არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა.
სამებაში წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა კითხვის დასმა მოსაყრდე შიოსთვისაც სცადეს, თუმცა მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.