არავის მოსმენა არაა კონონიერი, თუ ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს - კუჭავა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, უკანონო მოსმენა ყველა შემთხვევაში დანაშაულია და არავის მოსმენა არაა კანონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. 

მიუხედავად ამისა, კუჭავა ამბობს, რომ ის, თუ კანონიერების ფარგლებში ვის მოუსმენს სუს-ი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია.

"თუ უკანონო მოსმენაზე ვსაუბრობთ, ესე იგი უკვე დარღვევაა და დანაშაულია. ის, თუ უსაფრთხოების სამსახური რას ჩათვლის და ვის ჩათვლის მოუსმინოს კანონიერების ფარგლებში ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და გადასაწყვეტია შესაბამისი უწყების მიერ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოსმენა იქნება თუ შემდეგ სხვა ზომებიც მიღებული პარლამენტში, ეს ის კითხვებია, რომლებიც უნდა დაისვას და შესაბამისმა წარმომადგენლებმა ამ უწყებიდან გასცენ პასუხი. 

არავის მოსმენა არაა კონონიერი, თუ ამის შესაბამისი სამართლებირვი საფუძველი არ არსებობს", - თქვა კახა კუჭავამ. 

მისი განცხადებით, უკანონო მოსმენა ყოვლად მიუღებელია და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი