
თბილისის პროკურატურაში "მთავარი არხის'' გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ნიკა გვარამია გამოძიების ფაილებს გაეცნო და მათი ავთენტურობა დაადასტურა.
...რაც შეეხება კითხვებს, რაც რელევანტური შეიძლება ყოფილიყო, დაისვა, თუმცა რაც შეეხება პირად აზრს, რომელიც არ გამომდინარეობს დღევანდელი გამოკითხვიდან, იმის გათვალისწინებით, თუ რა მოცულობის ფაილებზეა საუბარი, შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ეს არ ყოფილა ერთი ან ორი თანამშრომლის გადაცდომა, სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, შესაბამისად პოლიტიკური ნება არსებობდა და სამწუხაროდ დღესდღეობით არ არსებობენ საქართველოში ინსტრუქციები, მათ შორის არ არის პროკურატურა დამოუკიდებელი ინსტიტუცია, რომელსაც შეუძლია პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ რაიმე გადაწყვეტილებების მიღება, - ამბობს საძაგლიშვილი.
იხილეთ ასევე: