აშშ-ში COVID 19-მა იმდენივე ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიც 1918-19 წლებში გრიპის პანდემიამ

გამოქვეყნდა:

შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა დაახლოებით იმდენივე ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიც, 1918-19 წლებში გრიპის პანდემიამ. ინფორმაციას Associated press ავრცელებს და წერს რომ ამერიკაში კორონავირუსით დაახლოებით 675 000 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიაში ასევე წერია, რომ ერთი საუკუნის წინ აშშ-ს მოსახლეობა, იმის მესამედი იყო, რაც დღეს არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გრიპმა ქვეყანას გაცილებით დიდი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, თუმცა როგორც AP წერს, კორონავირუსის პანდემია თავის მხრივ, კოლოსალური ტრაგედიაა, განსაკუთრებით მისი მასშტაბებისა და ვაქცინის ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.

გამოცემა ასევე წერს, რომ გრიპის მსგავსად, კორონავირუსი შესაძლოა სრულად არ გაქრეს. ამის ნაცვლად, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ის მსუბუქ სეზონურ ვირუსად გადაიქცევა და მასთან გამკლავებას ადამიანი ანტისხეულებითა და ვაქცინაციით შეძლებს.

1918-19 წლებში ესპანურმა გრიპმა გლობალურად 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ წლებში დედამიწის მოსახლეობა ახლანდელის ¼ იყო. მსოფლიოში კორონავირუსით კი 4.6 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მოგზაურობისა და მასობრივი მიგრაციის გამო კორონავირუსის პანდემიის მასშტაბები შესაძლოა გაიზარდოს. ამას კი ემატება ისიც, რომ მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა აუცრელია.

გლობალურად ვაქცინაციის, სულ მცირე ერთი დოზა მხოლოდ 43%-მა მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი