
"იქ რაც წერია ყველაფერს ნუ დაიჯერებთ",- აცხადებს "ოცნების" დეპუტატი ზარქუა სუს-ის ფაილებზე, კონკრეტულად კი დიპლომატების მიყურადების ნაწილზე.
ჟურნალისტის კითხვაზე - ტყუილის გამო დაიბარეს საქართველოს ელჩი ევროკავშირში? ზარქუა პასუხობს, რომ ამის შესახებ კარლ ჰარცელს უნდა ჰკითხონ.
"ჰკითხე ჰარცელს. ტყულად შეიძლება დაიბარეს თუ არ დაიბარეს, მას ჰკითხეთ, მე რა ვიცი",- ამბობს ზარქუა
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გაავრცელა
ამავე თემაზე: