სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გააჟღერა და თქვა, რომ "მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება". 

ცნობისთვის, სუს-დან გამოჟონილი ფაილების მიხედვით საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც უსმენდნენ. ფაილებში მოხვდნენ ამერიკის საელჩოს თანამშრომლები, აშშ-ის საელჩოს მედიაკომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი, ელჩიკელი დეგნანის თანაშემწე.

გარდა ამისა, ქვეყანაში უთვალთვალებენ გერმანიის ელჩის ასისტენტსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

ჩანაწერების მიხედვით,  სია გრძელია და ირკვევა, რომ  სუს-ში უსმენდნენ ისრაელის ელჩს, მის ასისტენტსა და პირად მდივანს.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

ავტორი: ზურა პეტროსიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი