
"ქართული ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სუს-ის ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებაში "სკანდალური არაფერია".
მისი თქმით, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში საკითხზე "მედიის აჟიტირების შემდეგ, განმარტებებისთვის ჩადის".
"ამაში არაფერი სკანდალური არ არის. ისეთ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, მედიის მხრიდან ხდება ამ საკითხის აჟიტირება, რა თქმა უნდა, განმარტებებს ვაძლევთ, მათ შორის, ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც და ეს საჭიროა და ამ კომუნიკაციაში ჩვენ ყველა ჩვენი არხებით ვართ, რომ განმარტება მივცეთ", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილების საქმეზე საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა გაავრცელა
ამავე თემაზე: