ევროკავშირის 75 მილიონიან სესხზე უარის თქმის შემდეგ "ქართული ოცნება" აზიის განვითარების ბანკისგან 100 მილიონი დოლარის ვალად აღებას უკეთესი პირობებით ამართლებს. დეპუტატ დავით სერგეენკოს თქმით, ამ სესხის პირობები უფრო მეტად იყო მისაღები.
"ყოველთვის რაღაც პირობები დგება ხოლმე ამ სესხის დროს, როგორც ჩანს ერთი სესხის პირობები ნაკლებად მისაღები იყო და მეორე სესხის პირობები უფრო მეტად იყო მისაღები", - თქვა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობამ 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.
მანამდე, 31 აგვისტოსვე პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს თავი შეიკავოს ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებაზე. ღარიბაშვილმა ეს საგარეო ვალის შემცირებით ახსნა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.
ამავე თემაზე: