შეიძლება გარკვეულ სესხებზე უარის თქმა მოგვიწიოს, ამის შესაძლებლობას გვაძლევს ეკონომიკური ზრდა - ზარქუას ახსნა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი "სესხზე მიბმული არ არის". 

განცხადება ზარქუამ აზიის განვითარების ბანკის სესხის დამტკიცებაზე გამოხმაურებისას გააკეთა. 100 მილიონი დოლარის სესხი ბანკმა გუშინ, 21 სექტემბერს დაამტკიცა, თუმცა მანამდე მმართველი გუნდმა ევროკავშირის ფულად დახმარებაზე უარი თქვა, ამის მიზეზად კი ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა დაასახელა.

ზარქუა ამტკიცებს, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყანას საშუალებას აძლევს, რომ გარკვეულ სესხზე უარი თქვას.

"ჩვენ შეიძლება გარკვეული სესხების მხარდაჭერაზე უარის თქმა მოგვიწიოს და ამის შესაძლებლობას ეკონომიკური ზრდა გვაძლევს. ძალიან მცდარი შეხედულება გაქვთ, თუ გგონიათ, რომ ერთ სესხზე მიბმულია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცე და მომავალი, ეს კონსტიტუციაში გავწერეთ",-თქვა ზარქუამ.

ცნობისთვის, ევროკავშირის სესხზე საქართველოს მთავრობამ უარი აგვისტოს თვეში თქვა. მაშინ პრემიერმინისტრმა გადაწყვეტილება საგარეო ვალის შემცირებით ახსნა და თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.

ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირში გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ "საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი