უფრო დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე მტრული ქვეყნიდან - ბოკერია ნამახვანჰესის ჩაშლილ პროექტზე

გამოქვეყნდა:

„მთავრობისა და შავრაზმელი ჯგუფების მოქმედებებზე პასუხისგება ჩვენ ყველას ერთად მოგვიწევს.“ - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია "ენკას" შეწყვეტილ კონტრაქტს და ნამახვანჰესის ჩავარდნილ პროექტს.

​ბოკერია ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა და დამოკიდებული გახადა იმპორტზე, მათ შორის მტრული ქვეყნის:

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ როგორი ზიანი მიაყენა ქვეყანას „ქართული ოცნების“ , ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკამ და მათთან დაკავშირებული შავრაზმული ჯგუფების მოქმედებებმა, რომლებიც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ატყუებენ მუდმივად, პატრიოტიზმს ამოფარებულები არიან, თითქოს დაიცვეს რაღაცა ქვეყნის ინტერესი, თუმცა პირიქით დაგვაზიანეს, იმიტომ რომ ამითი პირველი, ნაკლები რესურსი გაგვიჩნდება ქვეყანას ენერგო თვალსაზრისით ანუ მეტად დამოკიდებულები ვიქნებით იმპორტზე მათ შორის მტრული ქვეყნიდან იმპორტზე და ამის ფასს გადაიხდის ყველა მოქალაქე, ამ სიძვირის, ქვეყანა დაასუსტეს ამითი და მეორე, კონტრაქტის დარღვევისთვის დიდი საფრთხე გვაქვს, რომ  ჯარიმის გადახდა მოუწევს ჩვენ მთავრობას ანუ ჩვენივე ფული დაგვიჯდება ჩვენ ყველას ამ მთავრობის მოქმედებები და ამ შავრაზმელების მოქმედებები. ეს არის ამ ყველაფრის შედეგი და კიდევ ერთი მაგალითია თუ რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მთავრობის შეცვლასთან ერთად, როცა აღარ მოხდება მსგავსი სკანდალები, როდესაც ინვესტორს ეცოდინება, რომ როცა ქვეყანაში დებს რაღაცას, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება, დოვლათის შექმნა მათ შორის ენერგეტიკის მხრივ, მას ექნება გარანტი რომ ის შეთანხმება დაცული იქნება და ვერანაირი შავრაზმული ფსევდო-პატრიოტული მეთოდებით ვერ შეუქმნიან მას პრობლემებს.“ - განაცხადა ბოკერიამ

შეგახსენებთ,  ENKA Renewables-ი საქართველოს სახელმწიფოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. შესაბამისად, "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება

ამავე თემაზე:

რა შეიძლება მოჰყვეს ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას? 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი