ნაფიცმა მსაჯულებმა პოლიციის მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნეს - თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობა

გამოქვეყნდა:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პოლიციის მაღალჩინოსანი, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის განზრახ მკვლელობაში ცნო დამნაშავედ.

ვერდიქტი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ამ წუთებში გამოცხადდა. 11 ნაფიცი მსაჯული, გადაწყვეტილების მისაღებად, თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა არ გაიზიარეს, ბრალდებულ ვანო ზანდარაშვილის დაცვის მხარის პოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა.

გამოძიება, ზანდარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის შესაბამისად, სასჯელის დადგენაზე, მოსამართლე უახლოეს საათებში იმსჯელებს.

ოფიციალური ბრალის მიხედვით, გასული წლის 25 დეკემბერს, სოფელ იყალთოს ცენტრში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, საავადმყოფოს დირექტორს შურისძიების მოტივით, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი