ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს დღეს ირაკლი კობახიძე შეხვდება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კრიტიკული შეფასების შემდეგ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისში დღეს შეხვედრას მართავს. 

კობახიძე 14:00 საათზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ სუს-ის ფალიებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს ელჩი, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს.  ოპოზიციაში ამბობენ, რომ ის პირველი დიპლომატია ვისაც ახსნა-განმარტებისთვის იბარებენ.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის ელჩს ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ ოპოზიციის ლიდერებიც შეხვდებიან.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი