ხელისუფლების წინასაარჩევნო ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა -"ლელო საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს სიის პირველი ნომერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ აკავებს ახალგაზრდებს და ხმების სანაცვლოდ მათი თავისუფლებით ვაჭრობს.

ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ დაკავებულების ოჯახის წევრები ამ თემაზე მედიასთან საუბარს ერიდებიან და მზად არიან ახალგაზრდების გათავისუფლების სანაცვლოდ, ქართული ოცნების სასარგებლოდ ხმების მობილიზებაზე იმუშაონ.

"ქართული ოცნება" ბოლო ორი თვის განმავლობაში ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის გამოყენებით არღვევს კანონს და თითქმის ყველა რეგიონში, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე თუ ლოკალურ სივრცეებში ხდება ახალგაზრდების დაკავება ნარკოდანაშაულის გამო. შემდეგ მათი გათავისუფლების, პირობითი გარიგების, სანაცვლოდ თხოვენ დაკავებულის ახლობლებს და ოჯახის წევრებს, რომ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე "ქართულ ოცნებაზე" უნდა იმუშაონ და მიიღონ მინიმუმ 500-600 ხმა" ამბობს კუპრაძე

კუპრაძე მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტონ მსგავსი მეთოდებით ოპოზიციასთან ბრძოლა და ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი