ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - მორიგი პროცესი საქალაქოში

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების დაკითხვაა დაგეგმილი.

"ლელოს" ლიდერები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურია და ჩანიშნული პროცესების ინტენსივობაც წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლას ისახავს მიზნად

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 644 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

საქმეზე ბრალი ასევე წარდგენილი აქვს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, მის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი