მოსამართლეს ვუხსენე მისი ღმერთი მურუსიძე, რაზეც იქცა ზონდერად - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო ჩაიშალა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი, ავთანდილ წერეთლის რეპლიკა გახდა, რომლმაც ფიცის დადების დროს, მოსამართლეს მოსთხოვა დაეზუსტებინა, დებდა თუ არა ფიცს, მურუსიძის წინაშე.

ამ ფრაზამ მოსამართლე გააღიზიანა, რის შემდეგაც ავთანდილ წერეთელი 300 ლარით დააჯარიმეს.

"მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი, წმინდა მურუსიძე, რაზეც მოიხსნა სახე, უცებ ჩვეულებრივი ზონდერი გახდა და დაიწყო ჩემი დაჯარიმება", - თქვა წერეთელმა.

სასამართლო სხდომა 28 სექტემბრამდე გადაიდო.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დარწმუნებულები არიან, რომ სასამართლო მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს და ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი