ჩვენ შეგნებულად ვთქვით სწრაფ ტესტებზე უარი - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

ჩვენ აბსოლუტურად გააზრებულად ვთქვით უარი სწრაფ ტესტებზე - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას. 

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეების ეფექტურად მოწყობამ და პისიარ ტესტირების მაღალმა სტანდარტმა საშუალება მისცა მთავრობას  მსოფლიოში ტესტების შეძენის გართულებული პროცედურებისა პირობებშიც კი ეფექტურად ემართა ვირუსის გავრცელების დონე.    

მინდა ახლავე ვაღიარო, რომ ეს იყო ის შესაძლებლობა, რამაც ჩვენ მოგვცა შანსი, რომ აი ამ გაურკვეველ პირობებში სწრაფი ტესტირების, ეფექტურობის, არაეფექტურობის, მათი შეძენის, მსოფლიოში უამრავი რიგების და გაურკვეველი ათასი შარლატანის გამოჩენის, რომელიც აი ამ ტესტირებას გვთავაზობდა, ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი, - თქვა გიორგი გახარიამ. 

პრემიერმა ასევე ისაუბრა მსოფლიოს ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც აჩვენა, რამხელა სისტემურ შეცდომაში შეიყვანა ქვეყნები სწრაფმა ტესტებმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი