+50 მილიონი საარბიტრაჟო დავებისთვის - რა უჯდება ქვეყანას გაძევებული ინვესტორები

გამოქვეყნდა:

ინვესტორებისთვის უკიდურესად მძიმე გარემოს შექმნით და ქვეყნიდან მათი ფაქტობრივი გაძევებით ქართული ოცნება ორმაგად აზარალებს ქვეყნის მოსახლეობას. ირკვევა, რომ მხოლოდ წელს სხვადასხვა კომპანიების მიერ საარბიტრაჟო სასამართლოებში შეტანილ საჩივრებზე იურიდიული მომსახურებისთვის საქართველოს მთავრობა 80 მილიონ ლარს დახარჯავს. თანხის ნაწილი უკვე ათვისებულია და ირაკლი ღარიბაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მისივე მთავრობის შეცდომების გამოსასწორებლად დამატებით 50 მილიონი გამოყო.

განკარგულება პრემიერმა ღარიბაშვილმა გასცა. დოკუმენტით დგინდება, რომ იურიდიული მომსახურებისთვის იუსტიციის სამინისტრომ თითქმის 30 მილიონი უკვე დახარჯა, ახალი საარბიტრაჟო დავებისთვის თანხის გამოყოფის შემდეგ კი წელს, მისი ბიუჯეტი 80 მილიონამდე გაიზარდა. 

დავებს შორის არის ომეგა ჯგუფის საქმეც. ზაზა ოქუაშვილს დავის დაწყება იმიტომ მოუწია, რომ ხელისუფლებამ ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულება დაარღვია.

2019 წელს, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, თუმცა იურისტები ამბობენ, რომ ამ დავის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. 

საერთაშორისო სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელია - ანაკლიის კონსორციუმი და ინვესტორი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. საქმეზე საარბიტრაჟო დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ქვეყნიდან ინვესტორები გაუშვა და ამით საქართველოს საინვესტიციო იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა.

კონსორციუმის ყოფილი დამფუძნებლები დარწმუნებულები არიან, რომ დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება. 

დავები მიმდინარეობს საგზაო დეპარტამენტსა და კონტრაქტორ კომპანიებს შორისაც. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახლა იმ გაუქმებულ პროექტებზე ჩივის, რომელიც მათი  არასწორად ჩატარებული ტენდერების გამო ჩაიშალა. ფული დაიხარჯა და ახლა დამტებით სარჩელისთვის კიდევ მილიონობით ლარს ხარჯავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი