ამას არ უნდა აკეთებდეს მთავრობა, რომელსაც სურს, რომ დასავლეთს შეუერთდეს - კრამერი მოსმენებზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა, დევიდ კრამერმა, მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ გამართულ სემინარზე სუს-იდან გამოჟონილ მასალებზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაზე დაკვირვება სკანდალია და მას არ უნდა აკეთებდეს მთავრობა, რომელსაც სურს, რომ დასავლეთს შეუერთდეს.

"არ მიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა აკვირდება, რას ამბობენ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩები. მთავრობები ამას სულ აკეთებენ, ისინი ამონიტორებენ სხვების კომუნიკაციას, ეს რეალობაა, მაგრამ მასობრივი დაკვირვება საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე, ოპონენტებზე, სკოლის დირექტორებზე - ეს სკანდალია და ვიმედოვნებ, რომ ამას სიღრმისეულად გამოიკვლევენ. რადგან ეს ნიშნავს, რომ არის საყოველთაო თვალთვალის პროექტი ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ამას არ უნდა აკეთებდეს ქვეყანა ან მთავრობა, რომელსაც სურს, რომ დასავლეთს შეუერთდეს",-თქვა კრამერმა

 

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.

დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

ამავე თემაზე:

ნათელია, რომ "ოცნება" ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, არჩევნებისთვის პრობლემურ გარემოს ქმნის - კრამერი

ძალიან მაწუხებს საით მიდის საქართველო, "ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ - კრამერი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი