"უკნიდან მიეპარა და გამოუსვა დანა" - თიანეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

გამოქვეყნდა:

თიანეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა ვერ საუბრობს რა შეიძლებოდა გამხდარიყო მის შვილსა და მოკლულს შორის დაპირისპირების მიზეზი. ის არ გამორიცხავს, რომ 26 წლის მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაშიც ყოფილიყო.

ბრალდებული დაკავებულია, თუმცა პოლიცია მის ოჯახს ჯერჯერობით არ დაკავშირებია. მას ამ დროისათვის არც ადვოკატი ჰყავს.

წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულს ფსიქოლოგიური პრობლემებიც აქვს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ 62 წლის მწყემსს, 26 წლის ახალგაზრდა ზურგიდან მიეპარა და დანით ჭრილობები მიაყენა.

მკვლელობაში ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი