200 000 ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა - ტიკარაძე ამბობს, რომ "ათვისების გარანტია აქვს" 

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში გაფუჭებული არც ერთი ვაქცინა არაა და არ არსებობს რისკი, რომ "ფაიზერის" ვაქცინები გაფუჭდეს. მისივე თქმით, აქვთ გარანტია, რომ ის ვაქცინები რაზეც კითხვის ნიშანი არსებობს ათვისებული იქნება.

"გაფუჭებული არ არის არც ერთი ვაქცინა, ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 000 ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ "ფაიზერის" ვაქცინებს გაუხანგრძლივდათ ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე, აქედან გამომდინარე ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულადაა მოხსნილი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ

ბოლო კვირის განმავლობაში ქვეყანაში დღიური ვაქცინაციის ტემპმა იკლო, რასაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საგანგაშოდ აფასებენ.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ "ფაიზერს" ვადა გასდის და ფუჭდება.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი