
მე რომ კარლო კალაძის ადგილას ვყოფილიყავი და ეჭვმიტანილად დავესახელებინე, ჩემი პასუხი იქნებოდა, რომ იზიარებს ჩვენს მწუხარებას და დავაჩქარებინებდი გამოძიებას - ამის შესახებ კალაძის კლანს შეწირული ცნობილი ექიმის, მანანა მოდებაძის შვილი, თამარ ორდენიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი დებატები" საუბრობს.
ყველაზე ამაყი გრძნობა არის ის, რომ ხარ მართალი და მართალი ადამიანი არასდროს იმართლებს თავს. მე აქ არ მოვსულვარ კარლო კალაძის განცხადების სწორ-მართლის გარკვევისთვის, ეს განსაჯოს საზოგადოებამ... მოისმინა საზოგადოებამ ჩვენი ქვეყნის მთავარი ფიგურის მამის განცხადება. მე რომ ვიყო კარლო კალაძის ადგილას და დამასახელონ ეჭვმიტანილად, როგორც ის არის, ჩემი პასუხი იქნებოდა, რომ პირველ რიგში იზიარებს ჩვენს მწუხარებას და მეორე რიგში გამოძიებას დააჩქარებს. ის კახის მამაა და იმიტომ, რომ კახის მამაა, ჩვენი გამოძიებაც თაროზეა შემოდებული, - ამბობს თამარ ორდენიძე.
იხილეთ ასევე: