კომუნისტებმა მოსკოვში არჩევნების შედეგები გააპროტესტეს

გამოქვეყნდა:

"გაუშვი", "გააუქმე", "ერთიანმა რუსეთმა მანდატები მოიპარა" – ამ ლოზუნგებით რუსეთში კომუნისტურმა პარტიამ არჩევნების შედეგები გააპროტესტა.

დედაქალაქის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ აქციაზე სხვადასხვა ინფორმაციით, სხვადასხვა რაოდენობის ადამიანი იყო შეკრებილი. პოლიციის ცნობით კი - 400. 

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების  გაუქმებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი ხმის გადასაფარად კი პოლიციამ სიმღერები ჩართო, მათ შორის – "ძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ".

სამართალდამცველებმა აქციის რამენიმე მონაწილეც დააკავეს.

რუსეთში დუმის არჩევნები 16-19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მმართველმა პარტიამ ("ერთიანი რუსეთი) ხმების 49.82% აიღო, კომუნისტურმა პარტიამ - 18.93%, პარტიამ "სამართლიანი რუსეთი"– 7.46%, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ  – 7.55%

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი