დღეს გერმანიის ფედერალური არჩევნები იმართება. მოსახლეობა ქვეყნის ახალ კანცლერს და მთავრობის ახალ შემადგენლობას აირჩევს.
არჩევნებში მთავარ ოპონენტებად მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია და სოციალ-დემოკრატები მიიჩნევიან. საინტერესოა რომ არჩევნებში ბოლო 20 წლის მანძილზე მონაწილეობას პირველად არ მიიღებს ქვეყნის მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი, რომელმაც მემარჯვენე ცენტრისტული პარტიის ლიდერად არმინ ლაშეტი დაასახელა. არჩევნებში მონაწილეობის მიღება 60 მილიონ ადამიანს შეეძლება.