ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიას კობახიძე "სამარცხვინო ტყუილს" უწოდებს, მაგრამ კითხვებს არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ორდენიძეების ოჯახთან დაკავშირებით "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "სამარცხვინო ტყუილი" უწოდა, მაგრამ საქმეში არსებულ მიმოწერებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

​"ეს არის მორიგი სამარცხვინო ე.წ. ინფორმაცია, რომელიც კონკრეტული ტელევიზიის ეთერში გავრცელდა. რაღაც ტყუილს გაავრცელებთ და მერე გვიწევს ამაზე კომენტარების კეთება, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ამ ტელევიზიის ლიდერებმა, საკუთარ პარტიულ ლიდერებს მიხედონ." - თქვა კობახიძემ.

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც  კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი