"სამართლიანობისთვის" - ამ სახელწოდებით აქცია აბასთუმანში მოკლული დავით მელიქიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა კანცელარიასთან გამართეს.

31 წლის ბიზნესმენის მკვლელობისთვის, რომელიც 23 აპრილს აბასთუმნის ტყეში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, დღემდე არავინ დასჯილა. ოჯახს ეჭვი აქვს, რომ აბასთუმნის პოლიციის უფროსი მკვლელებს მფარველობს. ისინი მელიქიძის მკვლელების დასჯასა და აბასთუმნის პოლიციის უფროსის, ალექსანდრე ჯვარიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

"დაიჭირონ მკვლელები, მოხდეს მკვლელობაში მონაწილე 5 პირის იდენტიფიკაცია, დაიდოს ექსპერტიზის პასუხები და დავაკებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს აბასთუმნის პოლიციის უფროსი",- ამბობს დავით მელიქიძის და თეა მელიქიძე. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "რომ არა კავშირები, გამოძიება სწორი მიმართულებით წავიდოდა და  "მეხუთე კლასელი შეძლებდა მკვლელების იდენტიფიცირებას". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი