ყველაფერი ერთი ადამიანის და მისი კლანის ინტერესებზეა მორგებული - ნიკა მელია ორდენიძეების ოჯახის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ორდენიძეების ოჯახის საქმეზე გამოძიების დაწყებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.  პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ თბილისის მერის მამის, კარლო კალაძისა და საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, ბესო ფიფიას დაკითხვა აუცილებელია, თუმცა სამართლიანობის აღდგენის იმედი არ აქვთ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აღნიშნა, საგამოძიებო უწყებამ ეს საქმე მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერის, კახი კალაძის გამო "თაროზე შემოდო", თუმცა მისივე თქმით, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება.

"სად არის პროკურატურა?! ყველაფერი მორგებულია ერთი ადამიანისა და მისი კლანის ინტერესებს. დასჭირდებათ?! კი ბატონო, გამოიძიებენ, არ დასჭირდებათ - არ გამოიძიებენ. ეს საქმეც ასე იყო თაროზე შემოდებული წლების განმავლობაში. სანამ ორდენიძეები ამას გაასაჯაროვებდნენ, ისინი ხომ ცდილობდნენ სიმართლე ეპოვათ. როგორც კი პროკურატურამ და პოლიციამ გაიგო, რომ ეს ყველაფერი ეხება კალაძეებს, რა თქმა უნდა, თაროზე შემოდეს და ის თაროზე იდება, ოღონდ ძალიან მცირე ვადით. ცოტა ხანში ეს საქმეები ჩამოვა თაროდან", - თქვა ნიკა მელიამ. 

"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა. ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი