"მე რა შუაში ვარ?! – მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ",– ასე პასუხობს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ იბარებენ მას ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.
ლილუაშვილი ამბობს, რომ "ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის" და გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს ასე პასუხობს - "მას შემდეგ რაც თქვენ გადადგებით"
ლილუაშვილმა 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ფაილებთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი დღეს, გმირთა მემორიალთან გააკეთა.
ამავე თემაზე: