თქვენ თუ მხედველობაში გაქვთ ის ფაბრიკაცია, რომელიც თქვენ და ტვ პირველმა გაავრცელეთ, ამის თაობაზე ერთხელ უკვე გავკეთე კომენტარი - აცხადებს პრემიერი ღარიბაშვილი სუს-დან გამოჟონილ ფაილებსა და ქვეყანაში, ტოტალურ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ ჩანაწერები ფაბრიკაცია და სახელმწიფოსა და ეკლესიაზე შეტევაა. ამავე დროს ის ამბობს, რომ მოსმენებს ყველა სახელმწიფოს აწარმოებს, მათ შორის საქართველოც, ოღონდ კანონიერად:
ეს არის ფაბრიკაცია, შეთქმულება და შეტევა ეკლესიაზე, სახელმწიფოზე
მოსმენები ყველა ქვეყანაში ხორციელდება კანონის ფარგლებში, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოც არ არის გამონაკლისი. ჩვენ დიახაც ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში - ამბობს ღარიბაშვილი
სუს-დან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით დღეს პირველი კომენტარი გააკეთა სუს-ის უფროსმა, ასევე შს მინისტრმა.
ამავე თემაზე:
ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ვივლით, სამწუხაროდ ესეა ეს ცხოვრება - ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე