ცინიზმი ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ - პრემიერმა კოვიდ 19-თან ბრძოლასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა

გამოქვეყნდა:

პრემიერის თითქმის საათნახევრიანი ანგარიში, რომელიც მთავრობის მიერ კოვიდ 19-თან ბრძოლას ეხებოდა, თანაგუნდელებისთვის მოსაწყენი აღმოჩნდა. მინისტრთა კაბინეტის ერთი ნაწილი თავს ხუმრობებით და მობილურ ტელეფონებში "სქროლვით" ირთობდა, შს მინისტრს კი სამთავრობო ლოჟაში ეძინა. 

საკუთარ გამოსვლაში პრემიერმა ეპიდემიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით მთავრობის ეფექტურ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. არ გამორჩენია არც საკუთარი გუნდის ქება-დიდება, თუმცა ოპონენტების მიმართ განსაკუთრებით ცინიკური იყო. 

მოსაწყენი სხდომა მწვავე პოლიტიკურ დებატებში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა თინა ბოკუჩავამ გახარიას 20 ივნისის სისხლიანი ღამე გაახსენა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პრემიერს უთხრა, რომ კორონავირუსი და კრიზისი მას ვერ გადაარჩენს და ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

ოპოზიციამ გიორგი გახარიას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაცემული დანაპირების შესრულება მოსთხოვა. ხელისუფლების ოპონენტებმა 8 მარტის ყველა პუნქტის  შესრულება  და პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება მოითხოვეს. პრემიერმა მათ ისევ უარით უპასუხა.

გიორგი გახარია პარლამენტში დღეს სააკორდინაციო საბჭოს სრულ შემადგენლობასთან ერთად მივიდა.  სამთვრობო ლოჟაში პირბადით მინისტრთა კაბინეტის მხოლოდ რამდენიმე წევრი იჯდა. პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის მიერ განსაკუთრებით გაპიარებული  ადგილობრივი წარმოების მარლის პირბადე დარბაზში მხოლოდ ნათია თურნავას ეკეთა. დანარჩენებმა არჩევანი სამედიცინო პირბადეეზე გააკეთეს. დღევანდელს სხდომაზე დეპუტატები თავებს პირბადეების სხვადასხვა ფერებითა და მოდელებით იწონებდნენ.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი