აბსურდის პიკი უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან. გრიგოლ ლილუაშვილი ათასობით ფაილის გაჟონვისა და მოსმენების სკანდალთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს. მე რა შუაში ვარ? რიტორიკულად იკითხა ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ლილუაშვილმა და ისევ თავი აარიდა ჟურნალისტებს.
არანაკლებ გამაოგნებელი აღმოჩნდა დღეს ამ თემაზე მოსაუბრე პრემიერმინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილმა ისევ თავის მართლება სცადა, ამტკიცებდა, რომ მოსმენები კანონიერი იყო, ვერაფრით ახსნა რა მიზნით უსმენდნენ სპეცსამსახურები კათოლიკოს პატრიარქს და ბოლოს, ყველაფერი, რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობას" დააბრალა.
იხილეთ ასევე: