ირაკლი ბებუას ოჯახი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან აფხაზეთში, ოკუპანტების მიერ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ითხოვენ, რომ უკანონო ტყვეობაში მყოფის ოჯახის წევრებს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდეს. 

მათი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ბებუას გათავისუფლება დროულად მოხდეს.

ოჯახს პრემიერთან შეხვედრა 2 თვეზე მეტია სურს, თუმცა ამ საკითხს ღარიბაშვილი არ გამოხმაურებია. ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობა სუსტია და მისთვის ამდენი ხნით ციხეში ყოფნა საფრთხის შემცველია.

ცნობისთვის, 2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი