ცირკია, ამ სასამართლოს არ ენდობა დედამიწის ზურგზე არცერთი ქვეყანა - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესი

გამოქვეყნდა:

დღეს, 28 სექტემბერს ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა. სხდომაზე ჩვენება "ტვ პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა მისცა.

"მარტო ჩემი სასამართლო რომ მიდის დაჩქარებულად, ფორსირებულად, ეს ვხვდები რატომაც ხდება, მაგრამ მინდა ვუთხრა მოსამართლე არევაძესაც და პროკურატურასაც, შანსი აქვთ 0, ორ ოქტომბერს, რეფერენდუმზე ხალხი გამოუტანს განაჩენს. ეს არის ცირკი, ამ სასამართლოს არ ენდობა დედამიწის ზურგზე, პლანეტის არცერთ კუთხეში, არცერთი ქვეყანა", - თქვა წერეთელმა.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საპროცესო განხილვების ინტენსივობის ზრდა კამპანიის წარმართვაში უშლით ხელს.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი