
"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავისა და ოჯახის გარანტიებთან დაკავშირებით კონსულტაციებს ამერიკელებთან მართავს.
განცხადება ელისო კილაძემ "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" გააკეთა. ელისო კილაძემ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
"თუ ვინმეს ჰქონია, ღარიბაშვილს, მდინარაძეს, წულუკიანს, კობახიძეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათზე მოითხოვს გარანტიებს, თუ გარანტიებზე მიდგება საქმე, ღმერთმა არ ქნას და არ გაბედონ და ხელი არ წაუცდეთ იარაღზე და გასროლაზე, თორემ აქ გარანტიებს ვერ მიიღებს ვერავინ.
მე მაქვს ინფორმაცია, რომ მას კონსულტაციები აქვს ამერიკელებთან და ის საკუთარ გარანტიებსა და ოჯახის გარანტიებზე ფიქრობს. სწორია ის ინფორმაცია, რომ რეგიონში ჩასულ ლიდერებს არ შეხვდა და სატელეფონო ზარებსაც არ პასუხობს, ეს არის ფაქტი, იმიტომაც არიან ასეთი დაბნეულები",-თქვა ელისო კილაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.
ამავე თემაზე: